დაგვიკავშირდით:   555 191 191                            ახლა,   უკვე   საქართველოში!                            დაგვიკავშირდით:   555 191 191                           პირველად,   მხოლოდ   ჩვენთან!                           დაგვიკავშირდით:   555 191 191                           სიახლე,   ლანდშაფტურ   მშენებლობაში!
  • ლანდშაფტური დიზაინი

    ადამიანი შინაგანად მოწოდებულია შეცვალოს მის ირგვლივ არსებული გარემო ისე, რომ იგი გახადოს ერთის მხრივ, მოსახერხებელი და იმავე დროს-ვიზუალურად მიმზიდველი.

    დეკორატიული ფერადი ქვიშა და სილა, სწორედ აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა, რადგან ისინი მოსახერხებელიცაა და ლამაზიც!

    ლანდშაფტის დიზაინი, ეს არის ბაღებისა და სკვერების შექმნის ხელოვნება, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჰარმონიული გარემოს შექმნა. გარდა გარეგანი სილამაზისა, ფერად ქვიშას და სილას აქვთ უპირატესობებიც, რამაც ეს მასალები, უცხოეთის ქვეყნებში დამსახურებულად გაიყვანა ლანდშაფტური მშენებლობის ლიდერ პოზიციებზე!

    სრულად »

  • მემორიალური დიზაინი

    ახლობლების დაკრძალვის სასაფლაო ადგილი - ყოველი ადამიანისათვის უფაქიზეს გრძნობებთანაა დაკავშირებული.

    სასაფლაოსათვის განსაკუთრებული სიმყუდროვისა და სილამაზის მინიჭება, ქვეცნობიერად თითოეულში მოსალოდნელი გარდაცვალების განცდითაა გამოწვეული.

    როგორც წესი, სასაფლაოებს მრავალფეროვანი ყვავილებით ალამაზებენ.

    თუმცა, ვისაც ერთხელ მაინც დაურგავს სასაფლაოზე ყვავილი და უზრუნია მისი მოვლა-გახარებისათვის, კარგად იცის, რომ არსებობს დამღლელი და უსიამოვნო პრობლემა - სარეველა მცენარეები, რომელთაგანაც თავის დაღწევა მოითხოვს რეგულარულ შრომას.

    სრულად »

  • ევროპული გამოცდილების მაგალითზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ძალიან მალე, შეღებილი ქვიშა და სილა, საქართველოში გამოყენებული იქნება - პრაქტიკულად ყველა ოჯახის მიერ !
  • სამშენებლო სფერო

    თანამედროვე მეცნიერული მიღწევების ფონზე, განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით იზრდება სამშენებლო ინდუსტრიაში გამოყენებული, მაღალი პრაქტიკული და ვიზუალური სტანდარტების მქონე მასალების რაოდენობა.

    ფერადი სილა, პირველად გამოყენებულ იქნა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და იმთავითვე დამკვიდრდა სამშენებლო სფეროში.

    დღეისათვის, ფერადი სილა ფართოდ გამოიყენება ბინათმშენებლო-ბაში კედლების გასალესად და ე. წ. პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად.

    ფერადი სილა აგრეთვე გამოიყენება, აგურებისა და კედლის ფილების დამზადებაში.

    აღსანიშნავია, რომ ფერადი სილის შემცველობის პროდუქცია გარე პირობების ზემოქმედების მიმართ, გამოირჩევა მედეგობით ხანგრძლივი დროის მანძილზე. ამ თვისების გათვალისწინებით, ისინი სამშენებლო სფეროს მაღალმოთხოვნადი მასალებია.

    სრულად »

  • გამოყენების სპექტრი

    ფერადი ქვიშისა და სილის შექმნის არცთუ დიდი დროის მიუხედავად, მათი გამოყენების არეალი მეტად მრავალფეროვანია.
    გარდა ლანდშაფტური და სასაფლაოს მემორიალური დიზაინისა, ისინი ფართოდ მოიხმარება სამშენებლო სფეროში, საბავშვო ბაღებსა და სხვადასხვა კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ტერარიუმებსა და აკვარიუმებში, ზოოპარკებსა და ზოომაღაზიებში, ბედნიერების დღისა და სხვა სადღესასწაულო რიტუალების ორგანიზებაში, სარეკლამო ბიზნესში, საავტომობილო გზების ფერადი საფარისა და საგზაო ნიშნულების მოწყობაში და სხვ.
    აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანიის ტექნოლოგიით, ქვიშისა და სილის შეღებვის ფერი შეუზღუდავია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინერული მოთხოვნის შესრულება, რითაც დამკვეთი ღებულობს მაქსიმალურ ეფექტს!

    სრულად »



ფერადი ქვიშის ფერთა გამა



ფერადი ქვიშის ფერთა მიქსი



დეკორატიული ქვიშის დაგების ტექნოლოგია.

დეკორატიული ფერადი ქვიშის დაგება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა სასურველია ზოგიერთი ტექნოლოგიური ეტაპების დაცვა:

 1. ფერადი ქვიშის დასაგები ადგილის მომზადება. პირველ რიგში, აუცილებელია დასაგები ადგილის წინასწარი მომზადება. ამისათვის, საჭიროა მოვჭრათ მიწის ფენა არანაკლებ 100 მმ-ის სისქეზე. ჩვეულებრივ, ასეთი სამუშაო ხორციელდება ხელის ნიჩბის საშუალებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ტერიტორია დიდია, უნდა გამოვიყენოთ ტექნიკის სხვადასხვა საშუალებები.

სრულად »

დეკორატიული ფერადი ქვიშა პოლიეთილენის გამჭირვალე ყუთებსა და პარკებში

  • 400 გრ. / 1კგ. / 5 კგ. /25 კგ

პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები:

  • კერძო პირები

    კერძო პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალას გამოიყენებენ საკუთარი სახლებისა თუ დასასვენებელი აგარაკების გალამაზებისა და კეთილმოწყობისათვის.

  • სპეციალიზირებული კომპანიები

    სპეციალიზირებული კომპანიები , რომლებიც ასრულებენ თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურისა და დიზაინის სამუშაოებს.

  • კეთილმოწყობის სამსახურები

    ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კეთილმოწყობის სამსახურები, რომლებიც წვრილფრაქციურ ფერად მასალებს გამოიყენებენ საქალაქო სკვერებისა და გაზონების მოსაწყობად.

  • შინაური ცხოველების მფლობელები

    შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებიც ამ მასალებს ტერარიუმებსა და აკვარიუმებში ბუნებრივი მიკროკლიმატის შესაქმნელად იყენებენ.

  • სარიტუალო მომსახურეობა

    კერძო პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სარიტუალო მომსახურეობის სამუშაოებს, საოჯახო სასაფლაოებისა თუ საზოგადოებრივი მემორიალების კეთილმოწყობისათვის.

  • ბანკები, სასტუმროები, რესტორნები ...

    ბანკები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუპერმარკეტები,სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, ზოოპარკები, ზოომაღაზიები და სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტები და ოფისები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო ფართებისა თუ ჰოლების ეფექტური და მიმზიდველი გარეგანი სილამაზე.

  • დიასახლისები, ყვავილების მოყვარულები

    ყვავილების მოყვარულები , განსაკუთრებით კი  დიასახლისები, რომლებიც ფერადი  ქვიშით  ალამაზებენ  საყვავილე ქოთნებს . ამასთან ,ზრუნავენ თავიანთი ეზოებისა  და  შენობების  ირგვლივ  ფერადი  ბილიკებისა და დასასვენებელი კუთხეების მოსაწყობად.

  • სარეკლამო ფირმები

    სარეკლამო ფირმები, რომლებიც დაინტერესებული ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის, ფერადი ქვიშისა და სილის გამოყენებით, ფირმის ლოგოებისა და სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერების დამზადებას ახორციელებენ.

  • სამშენებლო კომპანიები

    სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ფერად სილას მოიხმარენ კედლების შესალესად და თანამედროვე პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად. ასევე , ახდენენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი და სპორტული მოედნების მშენებლობას.

  • საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები

    საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფერად სილას გამოიყენებენ პატარებისათვის სათამაშო კუთხეების მოსაწყობად და ფერადი სურათების დასახატად, წინასწარ გამზადებულ ე.წ. ტრაფარეტებზე.

  • საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები

    საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დეკორატიულ სილას ფართოდ გამოიყენებენ ასფალტის  ფერადი ზედაპირისა და მასზე საგზაო ნიშნების მოსაწყობად.

  • სადღესასწაულო რიტუალები

    სადღესასწაულო რიტუალების მომწყობი პირები და ორგანიზაციები , რომლებიც დეკორატიულ ფერად სილას აქტიურად გამოიყენებენ ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.

დეკორატიული ქვიშის ერთი შეფუთვით (25კგ.) დაიგება შემდეგი რაოდენობის ფართები

  • ქვიშის ფენა - 20 მმ = 0,9 ÷1,1 კვ.მ
  • ქვიშის ფენა - 40 მმ = 0,4 ÷0,5 კვ.მ
ქალაქ თბილისში, პროდუქციის შესაძენად დაუკავშირდით კომპანია "ახალი თაობა":
592 12 22 77 - დათო
571 79 55 22 - ჯამბული
ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს კომპანია "დათუნა"

568 12 00 12 - ლაშა
555 31 39 45 - ემზარი