გამოყენების სპექტრი.

ფერადი ქვიშისა და სილის შექმნის არცთუ დიდი დროის მიუხედავად, მათი გამოყენების არეალი მეტად მრავალფეროვანია. გარდა ლანდშაფტური და სასაფლაოს მემორიალური დიზაინისა, ისინი ფართოდ მოიხმარება სამშენებლო სფეროში, საბავშვო ბაღებსა და სხვადასხვა კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ტერარიუმებსა და აკვარიუმებში, ზოოპარკებსა და ზოომაღაზიებში, ბედნიერების დღისა და სხვა სადღესასწაულო რიტუალების ორგანიზებაში, სარეკლამო ბიზნესში, საავტომობილო გზების ფერადი საფარისა და საგზაო ნიშნულების მოწყობაში და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანიის ტექნოლოგიით, ქვიშისა და სილის შეღებვის ფერი შეუზღუდავია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინერული მოთხოვნის შესრულება, რითაც დამკვეთი ღებულობს მაქსიმალურ ეფექტს!
სწორედ, ფერების ფართო პალიტრა იძლევა საშუალებას, რომ თითოეული ადამიანის კრეატიული მიდგომების შესაბამისად, ფერადი ქვიშისა და სილის გამოყენების არეალი დღითიდღე გაიზარდოს.
ახლო პერიოდში, აღნიშნულის მკაფიო მაგალითია, პროდუქციის ფართო გამოყენება სარეკლამო სფეროში, სადაც ფერადი ქვიშით ამზადებენ ფირმების ლოგოებს და სხვადასხვა სარეკლამო ბანერებს. ამასთან, განსაკუთრებით მიმზიდველია, რომ შესაძლებელია დამზადდეს დიდი ზომის ბანერები, რომლებიც ვიზუალურად შორეული მანძილებიდან იკითხება

დეკორატიული ფერადი ქვიშა პოლიეთილენის გამჭირვალე ყუთებსა და პარკებში

  • 400 გრ. / 1კგ. / 5 კგ. /25 კგ

პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები:

  • კერძო პირები

    კერძო პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალას გამოიყენებენ საკუთარი სახლებისა თუ დასასვენებელი აგარაკების გალამაზებისა და კეთილმოწყობისათვის.

  • სპეციალიზირებული კომპანიები

    სპეციალიზირებული კომპანიები , რომლებიც ასრულებენ თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურისა და დიზაინის სამუშაოებს.

  • კეთილმოწყობის სამსახურები

    ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კეთილმოწყობის სამსახურები, რომლებიც წვრილფრაქციურ ფერად მასალებს გამოიყენებენ საქალაქო სკვერებისა და გაზონების მოსაწყობად.

  • შინაური ცხოველების მფლობელები

    შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებიც ამ მასალებს ტერარიუმებსა და აკვარიუმებში ბუნებრივი მიკროკლიმატის შესაქმნელად იყენებენ.

  • სარიტუალო მომსახურეობა

    კერძო პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სარიტუალო მომსახურეობის სამუშაოებს, საოჯახო სასაფლაოებისა თუ საზოგადოებრივი მემორიალების კეთილმოწყობისათვის.

  • ბანკები, სასტუმროები, რესტორნები ...

    ბანკები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუპერმარკეტები,სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, ზოოპარკები, ზოომაღაზიები და სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტები და ოფისები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო ფართებისა თუ ჰოლების ეფექტური და მიმზიდველი გარეგანი სილამაზე.

  • დიასახლისები, ყვავილების მოყვარულები

    ყვავილების მოყვარულები , განსაკუთრებით კი  დიასახლისები, რომლებიც ფერადი  ქვიშით  ალამაზებენ  საყვავილე ქოთნებს . ამასთან ,ზრუნავენ თავიანთი ეზოებისა  და  შენობების  ირგვლივ  ფერადი  ბილიკებისა და დასასვენებელი კუთხეების მოსაწყობად.

  • სარეკლამო ფირმები

    სარეკლამო ფირმები, რომლებიც დაინტერესებული ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის, ფერადი ქვიშისა და სილის გამოყენებით, ფირმის ლოგოებისა და სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერების დამზადებას ახორციელებენ.

  • სამშენებლო კომპანიები

    სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ფერად სილას მოიხმარენ კედლების შესალესად და თანამედროვე პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად. ასევე , ახდენენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი და სპორტული მოედნების მშენებლობას.

  • საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები

    საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფერად სილას გამოიყენებენ პატარებისათვის სათამაშო კუთხეების მოსაწყობად და ფერადი სურათების დასახატად, წინასწარ გამზადებულ ე.წ. ტრაფარეტებზე.

  • საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები

    საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დეკორატიულ სილას ფართოდ გამოიყენებენ ასფალტის  ფერადი ზედაპირისა და მასზე საგზაო ნიშნების მოსაწყობად.

  • სადღესასწაულო რიტუალები

    სადღესასწაულო რიტუალების მომწყობი პირები და ორგანიზაციები , რომლებიც დეკორატიულ ფერად სილას აქტიურად გამოიყენებენ ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.

დეკორატიული ქვიშის ერთი შეფუთვით (25კგ.) დაიგება შემდეგი რაოდენობის ფართები

  • ქვიშის ფენა - 20 მმ = 0,9 ÷1,1 კვ.მ
  • ქვიშის ფენა - 40 მმ = 0,4 ÷0,5 კვ.მ
ქალაქ თბილისში, პროდუქციის შესაძენად დაუკავშირდით კომპანია "ახალი თაობა":
592 12 22 77 - დათო
571 79 55 22 - ჯამბული
ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს კომპანია "დათუნა"

568 12 00 12 - ლაშა
555 31 39 45 - ემზარი