სამშენებლო სფერო

თანამედროვე მეცნიერული მიღწევების ფონზე, განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით იზრდება სამშენებლო ინდუსტრიაში გამოყენებული, მაღალი პრაქტიკული და ვიზუალური სტანდარტების მქონე მასალების რაოდენობა. ფერადი სილა,პირველად გამოყენებულ იქნა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და იმთავითვე დამკვიდრდა სამშენებლო სფეროში.
დღეისათვის, ფერადი სილა ფართოდ გამოიყენება ბინათმშენებლობაში კედლების გასალესად და ე.წ. პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად. ფერადი სილა აგრეთვე გამოიყენება, აგურებისა და კედლის ფილების დამზადებაში.
აღსანიშნავია, რომ ფერადი სილის შემცველობის პროდუქცია გარე პირობების ზემოქმედების მიმართ,გამოირჩევა მედეგობით ხანგრძლივი დროის მანძილზე. ამ თვისების გათვალისწინებით, ისინი სამშენებლო სფეროს მაღალმოთხოვნადი მასალებია. ცალკე უნდა ითქვას, ფერადი სილის გამოყენების შესახებ ასფალტის ზედაპირის გაფერადებისა და მასზე საგზაო ნიშნების მოწყობის კუთხით .
ასფალტის დაგების პროცესში, ცხელი ბიტუმის ზედაპირზე, მოაყრიან შერჩეული ფერის სილას და ახდენენ მის მრავალჯერად დატკეპნას სპეციალური მძიმე ტექნიკის საშუალებით. ფერადი სილის იმ მასას, რომელიც ვერ მოხვდება ჩაჭიდებაში ბიტუმთან, ასფალტის ზედაპირიდან გადახვეტავენ. ასფალტის გაცივების შემდეგ, მიიღება ფერადი ზედაპირი.
რაც შეეხება ფერადი სილით საგზაო ნიშნების დახაზვას, იგი წინასწარ მომზადებული ე.წ. ტრაფარეტების გამოყენებით ხორციელდება და ვიზუალურად მეტად ლამაზია. ვფიქრობთ, ქვემოთ წარმოდგენილი, ინტერნეტში არსებული სურათები, შეგიქმნით მკაფიო წარმოდგენას, ფერადი სილის სამშენებლო სფეროში გამოყენების თაობაზე.

( ფოტოები ინტერნეტ გვერდებიდან ) სამშენებლო სფეროში.

დეკორატიული ფერადი ქვიშა პოლიეთილენის გამჭირვალე ყუთებსა და პარკებში

  • 400 გრ. / 1კგ. / 5 კგ. /25 კგ

პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები:

  • კერძო პირები

    კერძო პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალას გამოიყენებენ საკუთარი სახლებისა თუ დასასვენებელი აგარაკების გალამაზებისა და კეთილმოწყობისათვის.

  • სპეციალიზირებული კომპანიები

    სპეციალიზირებული კომპანიები , რომლებიც ასრულებენ თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურისა და დიზაინის სამუშაოებს.

  • კეთილმოწყობის სამსახურები

    ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კეთილმოწყობის სამსახურები, რომლებიც წვრილფრაქციურ ფერად მასალებს გამოიყენებენ საქალაქო სკვერებისა და გაზონების მოსაწყობად.

  • შინაური ცხოველების მფლობელები

    შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებიც ამ მასალებს ტერარიუმებსა და აკვარიუმებში ბუნებრივი მიკროკლიმატის შესაქმნელად იყენებენ.

  • სარიტუალო მომსახურეობა

    კერძო პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სარიტუალო მომსახურეობის სამუშაოებს, საოჯახო სასაფლაოებისა თუ საზოგადოებრივი მემორიალების კეთილმოწყობისათვის.

  • ბანკები, სასტუმროები, რესტორნები ...

    ბანკები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუპერმარკეტები,სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, ზოოპარკები, ზოომაღაზიები და სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტები და ოფისები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო ფართებისა თუ ჰოლების ეფექტური და მიმზიდველი გარეგანი სილამაზე.

  • დიასახლისები, ყვავილების მოყვარულები

    ყვავილების მოყვარულები , განსაკუთრებით კი  დიასახლისები, რომლებიც ფერადი  ქვიშით  ალამაზებენ  საყვავილე ქოთნებს . ამასთან ,ზრუნავენ თავიანთი ეზოებისა  და  შენობების  ირგვლივ  ფერადი  ბილიკებისა და დასასვენებელი კუთხეების მოსაწყობად.

  • სარეკლამო ფირმები

    სარეკლამო ფირმები, რომლებიც დაინტერესებული ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის, ფერადი ქვიშისა და სილის გამოყენებით, ფირმის ლოგოებისა და სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერების დამზადებას ახორციელებენ.

  • სამშენებლო კომპანიები

    სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ფერად სილას მოიხმარენ კედლების შესალესად და თანამედროვე პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად. ასევე , ახდენენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი და სპორტული მოედნების მშენებლობას.

  • საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები

    საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფერად სილას გამოიყენებენ პატარებისათვის სათამაშო კუთხეების მოსაწყობად და ფერადი სურათების დასახატად, წინასწარ გამზადებულ ე.წ. ტრაფარეტებზე.

  • საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები

    საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დეკორატიულ სილას ფართოდ გამოიყენებენ ასფალტის  ფერადი ზედაპირისა და მასზე საგზაო ნიშნების მოსაწყობად.

  • სადღესასწაულო რიტუალები

    სადღესასწაულო რიტუალების მომწყობი პირები და ორგანიზაციები , რომლებიც დეკორატიულ ფერად სილას აქტიურად გამოიყენებენ ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.

დეკორატიული ქვიშის ერთი შეფუთვით (25კგ.) დაიგება შემდეგი რაოდენობის ფართები

  • ქვიშის ფენა - 20 მმ = 0,9 ÷1,1 კვ.მ
  • ქვიშის ფენა - 40 მმ = 0,4 ÷0,5 კვ.მ
ქალაქ თბილისში, პროდუქციის შესაძენად დაუკავშირდით კომპანია "ახალი თაობა":
592 12 22 77 - დათო
571 79 55 22 - ჯამბული
ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს კომპანია "დათუნა"

568 12 00 12 - ლაშა
555 31 39 45 - ემზარი